
მომღერალმა და ტელეწამყვანმა, ნინო ჩხეიძემ კომპოზიტორ, რუსა მორჩილაძის რიგით მესამე სიმღერა, სახელწოდებით - ,,აიარა“ შეასრულა. სიმღერის პრემიერა გადაცემაში ,,ღამის პრაიმ თაიმი“ შედგა.
,,ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ, რომ დღეს უნდა შევასრულო რუსა მორჩილაძის სიმღერა ,,აიარა“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო რუსას. ეს სიმღერა ჩემს გულამდე მოვიდა. რუსა თავად არაჩვეულებრივად ასრულებს და მომცა უფლება ახლა მე შემესრულებინა სპეციალურად ,,ღამის პრაიმ თაიმისთვის“. დიდი მადლობა რუსას ამ საჩუქრისთვის“. - აღნიშნა ნინო ჩხეიძემ გადაცემაში.
წამყვან გიორგი ნაზღაიძის კითხვაზე - სად აიარა შენმა ცხოვრებამ? - ნინო პასუხობს : ჩემმა ცხოვრებამ - აიარა, ჩაიარა და კიდევ აღამავალ ეტაპეა ახლა.
წამყვანების ყურადღეს მიღმა არ დარჩა ნინოს დახვეწილი შავი კაბა. გიორგი ნაზღაიძემ და გივი რაზმაძემ აღნიშნეს, რომ ნინოს ყოველთვის გემოვნებიანად და დახვეწილად აცვია და ამ ყველაფრისთვის დიდ დროს ხარჯავს.
თავად ნინო კი ამბობს, რომ მისი მსმენელი ყოველთვის ელოდება მისგან როგორ ახალ სიმღერას, ასევე ახალ ლუქებს.
,,არ გეგონოთ რომ ეს ჩემი ახირებაა, უბრალოდ ჩემი საქმის ნაწილია, ჩემი მსნელი და მაყურებელი ჩემგან ელოდება როგორც ახალ სიმღერებს, ასევე ახალ ლუქევს.“