
"ღამის პრაიმ ტაიმი" მაყურებელს ძალიან ხშირად ანებივრებს ახალი საინტერესო პროექტებით.
23 მაისს ეთერში გავიდა გადაცემის ახალი პროექტი, სადაც ქალაქური, თბილისური საღამოს აკუსტიკა შექმნა ქართველმა მომღერლებმა, მოცეკვავეებმა და გადაცემის წამყვანებმა.
მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინო ჩხეიძემ ახალი ქართული, ქალაქური სიმღერა შეასრულა - "მუხამბაზი". ანსამბლ "ლომისთან და ყარაჩოღელებთან", რასაც მაყურებლის ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა.
გამორჩეულად მოეწონათ მომღერლის ქალაქური სამოსი და შესრულების მანერა.