
რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ მომღერალმა მზია გეწაძემ სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებსა და მასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, მაშინდელ სოციუმში ჩამოყალიბებული შეხედულებებისა და დამოკიდებულებების გამო მოუწია, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შეექმნა ოჯახი, რამაც საკმაოდ მძიმე გამოცდილება დაუტოვა მას.
„მე რომ წამოვეყვანე ოჯახიდან ჩემს მშობლებს, ვერავის დავუმტკიცებდი, რომ ქალიშვილი ვიყავი და ყველა სხვანაირად შემხედავდა“.
როგორც მომღერალი აჟღერებს, მისი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სექსუალურ ურთიერთობაში შეუთავსებლობა გახდა და მისივე თქმით, ამ კუთხით პარტნიორათან შეწყობა მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია ოჯახის შესაქმნელად.
„მე რომ მქონოდა ჩემს მომავალ ქმართან ერთად თანაცხოვრების მცდელობა, ალბათ, ეს ქორწინება არ შედგებოდა, რადგან ვიყავით სექსუალურად შეუთავსებელი ადამიანები“.