-
2023-05-12 17:34
11 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინელი პოპ-მომღერლის LOBODA-ს სოლო კონცერტი გაიმართა.
მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მომღერალი LOBODA საქართველოს ესტუმრა, რომელმაც დაუვიწყარი შოუ-პროგრამა აჩეუქა ქართველ მსმენელს.
კონცერტი შედგებოდა 3 სესიისგან - პირველ ნაწილში მომღერალმა შეასრულა სიმღერა - პო-უკრაინსკი, რომლის პრემიერაც რადიო "აფხაზეთის ხმის" ეთერში შედგა.
კონცერტის მსველობასთან ერთად მომღერლის მუსიკალური ტემპერამენტი უფრო და უფრო იწევდა, ცეცხლოვანი და აქტიური შოუ პროგრამით მომღერალმა სცენაზე - ცეცხლი დაანთო.
კონცერტი გამორჩეული იყო ქორეოგრაფიული ჩანართებით - სიურპრიზი იყო, როდესაც მომღერალმა ქართული ცეკვის მოცეკვავეებთან ერთად უკრაინული სიმღერა შეასრულა.
შოუს დასრულებისას მომღერალი მოესიყვარულა ქართველ მსმენელს და თქვა, რომ ქართველი ხალხი მისთვის გამორჩეული ერია და მათთან ურთიერთობისას ის დიდ სიყვარულსა და სითბოს იღებს, მომღერალმა სცენაზე გაიხუმრა კიდეც, როდესაც მცირე ტექნიკური ხარვეზის დროს, თქვა, რომ იმდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ ქართველებს, რომ ტექნიკაც კი ვერ უძლებსო.
მომღერლის თქმით კონცერტზე შემოსული თანხა, მოხმარდება უკრაინაში დანგრეული სახლების რეაბილიტაციას.
კონცერტის მედია მხარდამჭერი, რადიო "აფხაზეთის ხმა" იყო.