-
2023-05-10 17:09
9 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში - ვაჟა დურგლიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ბატონი ვაჟა - 75 წლის გახდა, იუბილესთან დაკავშირებით კომპოზიტორმა გადაწყვიტა მისი შექმნილი სიმღერები კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინათ ქართული ესტრადის ვარსკვლავებს.
კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ:რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე, რომლებმაც ბენდ "ერთ შანსსთან ერთად" არაერთი ჰიტი გააცოცხლეს.
კონცერტის მონაწილე, მომღერალი - ნინო ჩხეიძე, ჩვენთან საუბრისას ამბობს:
"ბატონმა ვაჟამ შექმნმა მუსიკალური ეპოქა, რომელიც სულ იქნება უმაღლესი კლასი ქართულ მუსიკალურ სივრცეში"
საიუბილეო საღამოს ბოლოს სცენაზე, ბატონი ვაჟა დურგლიშვილი გამოვიდა, რომელმაც ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა და ატირდა.
ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა, საღამოს მედია მხარდამჭერი კი - რადიო ჰოლდინგი "აფხაზეთის ხმა" იყო.