მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინო ჩხეიძე ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ სახლის პირობებში თმის მოვლის საშუალებებზე საუბრობს.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში მან ამ კუთხით არაერთ ექსპერიმენტს მიმართა და მაყურებელს წლების მანძილზე გამოცდილი ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტიც გაუზიარა:
,,ზეითუნის ზეთში გახსნილი ზეთოვანი A და E ვიტამინები და 1 კვერცხის გულის მიქსი შევურიოთ ერთმანეთს და დავიტანოთ თმაზე. ხოლო ვისაც ქერა თმა აქვს, ამ შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები ქაცვის ზეთში უნდა გახსნას“.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, სასურველია მოცემული მასა 2 საათის მანძილზე გაიჩეროთ თმაზე. ეს კონკრეტული ნიღაბი მისი თქმით, კარგ ვიზუალურ ეფექტს იძლევა.
ნინო ჩხეიძემ გადაცემაში თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებებზეც ისაუბრა:
,,ძალიან ეფექტურია თმის ცვენის საწინააღმდეგოდ დაფნის ფოთოლისა და მუხის ქერქის ნახარში, რომელიც ძველი მეთოდია და ალბათ, ისედაც ყველამ იცის. ასევე, ვიყენებ გვირილის სავლებს.“