
9 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორ - ვაჟა დურგლიშვილის საღამო გაიმართება.
კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვლი 9 მაისს - 75 წლის გახდება. საიბულიეო თარიღთან დაკავშირებით ბატონი ვაჟა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში საიუბილეო საღამოს გამართავს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები:
რატი დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, ნიკოლოზ ხარატი, ნინო ჩხეიძე, თეატრალური კვარტეტი, ირმა სოხაძე, ბესიკ კალანდაძე, ელენე ფოჩხუა, ლიკა დოლიძე, მანანა თოდაძე და ქართული ესტრადის სხვა ცნობილი ვარსკვლავები და ანსამბლები.
საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მედია მხარდამჭერი - ჰოლდინგი "აფხაზეთის ხმაა"