-
2023-05-04 16:03
რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში, გადაცემაში “კვირის პრემიერა“ ლექს-სენის ახალი სიმღერის - „ეპოქა“ პრემიერა შედგა.
გარდა პრემიერისა,რეპერმა გადაცემაში თავისი თვალსაზრისით შეაფასა ამჟამინდელი ქართული ჰიპ-ჰოპის მდგომარეობა:
„ვფიქრობ,ნელ-ნელა დაიხვეწება.ყველას მიზანი უნდა იყოს,რომ განვითარდეს ურთიერთპატივისცემა და წინსვლა“.
შემსრულებელმა ისაუბრა,როგორც წარსულზე და კარიერის საწყის ეტაპზე, ასევე მომავალზე და საზაფხულო გეგმებზე:
„როცა ჰიპ-ჰოპი შემოვიდა თბილისში, დავინახე, რომ ჩემთან ეს მუსიკა ჩემთან ახლოს იყო, ეს რიტმი, სპორტიც მიყვარდა და ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირდა“.
გადაცემის ბოლოს, რეპერმა დაგეგმილი კონცერტის შესახებ ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, ჰიპ-ჰოპის საზაფხულო, ცხელი სეზონის გახსნამდე 20 მაისს,თბილისში, ლისი ივენთ ჰოლში მისი სოლო კონცერტი გაიმართება.
საღამო ეძღვნება რეპერის პირველი დიდი, კარიერული ნაბიჯის 20 წლის იუბილეს. მისივე თქმით, საღამოზე წარმოდგენილი რეპერტუარით, ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი კმაყოფილი იქნება.
20 მაისს დაგეგმილი კონცერტის მედია პარტნიორია ჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“.