რადიო „დარდიმანდის“ ეთერში ნინო ჩხეიძის ახალი სიმღერის - „ჩემო გოგო ციდან ჩამოფრენილო“ პრემიერა შედგა.
გადაცემაში, მომღერალმა მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამზადებს ახალ ალბომს, რომელიც ზაფხულში გამოვა:
„ალობომში შესული იქნება ის სიმღერები, რომელზეც 2023 -ში ვიმუშავე და ჩემს მსმენელს მისი შეძენა შეეძლებათ მშოფლიოს ყველა მუსიკალურ მარკეტში“.
გარდა ალბომისა, მომღერალი ახალ სიმღერაზეც მუშაობს, რომელზეც კლიპის გადაღებას გეგმავს:
,,სიახლეებს ყოველთვის ვთავაზობ ჩემს მსმენელს. ვმუშაობ განსხვავებულ რეპერტუარზე, რომელზეც ვგეგმავ კლიპის გადაღებას. სიმღერა და კლიპი გამოვა ერთდროულად და ამასთან დაკავშირებით ვამზადებ სიურპრიზებს და ამაზე საუბარი რა თქმა უნდა, არ მინდა. ეს იქნება ჩემი მსმენელისთვის სიახლე, შეიძლება ითქვას ძველის და ახლის ერთობლივი სინთეზი. მინდა რომ ივნისში იყოს დასრულებული და შეიძლება, ჩემი დაბადების დღის თარიღს დავუკავშირო. იქედან გამომდინარე, რომ ტელევიზიაში ძალიან დაკავებული ვარ, ვცდილობ არ მოვაკლო ყურადღება იმ საქმეს, რომელიც ჩემთვის არის მთავარი, რომელიც ძალიან მიყვარს და მისით ვცოცხლობ“.
ნინო ჩხეიძემ გადაცემაში, ასევე, ისაუბრა მის სამომავლო გეგმებზე - დაგეგმილ კონცერტებსა და გასტროლებზე.