
გადაცემა "ღამის პრაიმ თაიმი"- ს ბოლოს საუბრები მიეძღვნა გარდაცვლილ ადამიანებთან ციფრური ფორმით კომუნიკაციას. გადაცემაში მოწვეული იყო სხვადასხვა პროფესიისა და იდეის მატარებელი ადამაინები, რომლებთაც სხვადასხვა აზრი გააჩნდა ზემოთაღნიშნულ საკითხზე.
გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, ფოტოგრაფი - მარი ნაკანი იყო, რომელმაც თქვა, რომ ჩეთ-ბოტის დახმარებით ზიგმუნდ ფროიდს გაესაუბრა. მისი თქმით გარდაცვლილ ადამიანებთან ვირტუალური კომუნიკაცია სასიამოვნო იქნება და ადამიანებში სასიამოვნო ემოციებს აღძრავს.