
მომღერალი ნანი ბრეგვაძე ახალ სიმღერას სტუდია - ბრავო რექორდსში წერს, მომღერალი სიმღერას მისი მეგობრის ბუბა კიკაბიძის ხსოვნას უძღვნის.
“ბრავო რექორდსში” დღეს უნიკალური პროექტი იწერება, სახელოვანი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე წერს სიმღერას, რომელიც მისი მეგობრის, ცნობილი ქართველი მომღერლის ბუბა კიკაბიძის ხსოვნას ეძღვნება. ჩვენ საიდუმლოდ ვტოვებთ პროექტს და უახლოეს ხანებში გაგაცნობთ დეტალებს" - წერს ბრავო რექორდის სტუდია ფეისბუქ გვერდზე