„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

Image

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ბავშვისთვის თავის არეში ხელის წამორტყმის საფრთხეებსა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრა:

„მინდა მოგიყვეთ, რა შეიძლება მოჰყვეს, როდესაც ვიღაც ბავშვს თავის არეში წამოარტყამს ხელს. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მაინც გამოირჩევა უხეშობით და ბავშვზე ხელს იღებს. როდესაც ბავშვს ურტყამს ვინმე თავის არეში, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული გართულებები. სერიოზული გართულება, რომელიც ამას მოჰყვება, შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა თავის ტვინში. შეიძლება ადამიანს სისხლჩაქცევა ჰქონდეს მსუბუქი, მაგრამ მისი გართულება შემდგომში იყოს მძიმე. ერთ-ერთი მდგომარეობა არის უშაქრო დიაბეტი.“

„როდესაც ბავშვს თავის არეში ხელს წამოარტყამენ, ამას შეიძლება მოჰყვეს სისხლჩაქცევა ჰიპოთალამუსში. შესაძლოა ამ დროს დაზიანდეს ბირთვები და ჰიპოთალამუსმა აღარ გამოყოს ანტიდიურეზული ჰორმონი და განვითარდეს ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. ამ დროს თირკმელები ვეღარ ახერხებს შარდში არსებული წყლის სხეულში დაბრუნებას.

მე წყალს ორგანიზმიდან ვკარგავ, რადგან ის რჩება მხოლოდ შარდში. ამ მდგომარეობის დროს ადამიანმა, შესაძლოა, დღე-ღამეში 20 ლიტრიც კი მოშარდოს. საბოლოო ჯამში გამოშრები. შენი სხეულიდან წყალი დაიკარგება და გექნება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება. შესაძლოა, გამოშრობის ეპიზოდებს მოჰყვეს კრუნჩხვები. ამ დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით კალიუმი, რაც იწვევს კუნთების დადამბლავებას, ადამიანის გულისცემა გაიშვიათდება, შეიძლება გული გაჩერდეს კიდეც. თავის მიდამოში უბრალო ხელის წამორტყმას, ბავშვში შეიძლება მოჰყვეს უშაქრო დიაბეტის განვითარება და გულის გაჩერებაც კი. უშაქრო დიაბეტის შემთხვევათა 16% ბავშვებში სწორედ ამ ტრავმებით არის გამოწვეული. ბევრმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვებს ბავშვისთვის თავში უბრალო ხელის წამორტყმას, რაც დაუშვებელია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !