-
2023-04-25 13:08
"ლუტეციას"-ს დამფუძნებელ ვახტან ფხაკაძეს 65 წელი შეუსრულდებოდა. ვახატანგის შვილის თქმით მამას 60 წლის ასაკში გრანდიოზული დაბადების დღის გადახდა სრუდა, თუმცა ვერ მოახერხა და შემდეგ საიუბილეო თარიღად 65 წელი გადაწყვიტა. 2020 წელს, 63 წლის ასაკში კოვიდით ვახტანგი გარდაიცვალა, თუმცა მისმა შვილმა გადაწყვიტა მამის სურვილი აესრულებინა და 65 წლის დაბადების დღეზე მამას საღამო მიუძღვნა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საიუბილეო საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი სტუმარი მსოფლიო ვარსკვლავი, ლარა ფაბიანი გახლდათ.
ვახტანგ ფხაკაძის ქალიშვილმა მომღერალთან ერთად, მისი ცნობილი ჰიტი, „Je T'aime“ შეასრულა.
საღამოს სხვა ცნობილ სახეებთან ერთად მომღერალი - ნინო ჩხეიძე დაესწრო, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ:
"ვტიროდით ყველა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური საღამო რაც კი მინახავს, ლარა ფაბიანისა და ვახტან ფხაკაძის შვილის დუეტს ეკრანზე ვახტანგის ვიდეო მასალა დაჰყვებოდა და ამან ორმაგად ემოციური გახადა მათი დუეტი" 1212-1.mp4