
რუსთავი 2-ის ეთერში, რეალითი შოუ - "პრაიმ ჰაუსის"ს მესამე სეზონი მიმდინარეობს.
პროექტს რამდენიმე მკვეთრად გამორჩეული მონაწილე ჰყავს, მათ შორის არის, პროექტში შექმნილი წყვილი - ნიკო ქართველი და სალომე უშხვანი. მათი სიყვარულის ისტორიის დაწყებისთანავე წყვილის ურთიერთობას უამრავი ჭორი თუ მართალი მოჰყვა. ბოლო კვირების განმავლობაში ნიკოს ყოფილ მეუღლესა და ნიკოს შორის საზოგადოებამ და სალომემ დაიწყო საუბარი, რომ წყვილი ერთმანეთთან შეთანხმებით ურთიერთობს და მთავარ მიზნამდე - გამარჯვებამდე "ფსევდო" სასიყვარულო სცენების დადგმით აპირებენ მისვლას.
ამასთან დაკავშირებით გადაცემა "ღამის პრაიმ ტაიმში" ალაპარაკდა ნიკოს ყოფილი მეუღლე :
"არ მიჭირს ეგრე ცხოვრებაში, არც ბინა მინდა ეგეთი. არც ადამიანი, ეგეთი. სალომეს მეგობრები არიან, რომ მწერენ და მიჟღერებენ, მარო ვარ და ბინის გამო ვაქირავებ ქმარს. მე ამ ყველაფერს დავამტკიცებ შესაბამის ორგანოებში, ხვალ მაქვს შეხვედრა ადვოკატებთან, თითოეულ ადამიანს გავცემ შესაბამის პასუხს, თავი დამანებონ"
ამბობს ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე - ღამის პრაიმ ტაიმთან.