-
2022-07-25 17:42
მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა სოციალურ ქსელში მოტივაციასა და ცხოვრების მიზანთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
"მთავარი ის არ იყო რა მქონდა,მთავარი ის იყო რა მსურდა.
აი ეს იყო ჩემი სავარჯიშო ინვენტარიც და ეკიპირებაც და მაინც ვახერხებდი იმას რომ მევარჯიშა.
ხეზე ქვიშა შერეული ნახერხით ნახევრად სავსე ტომარა ეკიდა და იმას ხელზე ნაჭერებ დახვეული მუშტებით ვურახუნებდი, ბაბოს სადღვებელის დასაკიდებელი ადგილი გადავაკეთე და ტურნიკი გავაკეთე ხან სადღვებელი ეკიდა იქ და ხანაც მე....
დილით ადრე დავრბოდი, ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი, ვვარჯიშობდი ყველაფრით რასაც მოვიძიებდი. ხო ვახერხებდი რადგან სტიმული მქონდა. არ დანებდეთ იმის გამო რომ რაღაცა კომფორტი გაკლიათ პირიქით ეგ გამოიყენეთ მოტივაციისთვის, ეგ აგრესია მიმართეთ იმისკენ რომ მაქსიმალურად დაიხარჯოთ...
არაფერი არ მიკვირს და არაფერი არ მაოცებს არც ის რომ რამე არ აქვს ადამიანს, არც ის რომ ყველაფერი აქვს. დღეს არ გაქვს, ხვალ გექნება, ან პირიქით..."- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი