
ელენე ფოჩხუამ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ყოფილ მეუღლეზე ისაუბრა.
იმდენად მატკინა გული ადამიანმა, რომელიც ძალიან მიყვარდა, დღეს ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ჩემი შვილების მამაა.
ძალიან მიყვარდა, თუმცა დღეს სხვა განცდა მაქვს მის მიმართ: არც ვბრაზობ, არც მწყინს, მისგან კარგი არაფერი მახსენდება. იმდენად გაქრა გრძნობა, თავად მიკვირს, ასე მოკლე პერიოდში როგორ შევძელი ეს. მეგონა, ვერასდროს გადავლახავდი ამ პერიოდს, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მეცინება – წინ რომ დამიდგეს, გულიც არ ამიტოკდება. თუ საერთოდ მიყვარდა, ისიც კი არ მახსოვს, ამდენი გულისტკენით გრძნობა ქვავდება და ქრება“- ამბობს მომღერალი