
სულ ახლახანს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ. მას შემდეგ წყვილი რამდენჯერმე მოხვდა პაპარაცების ობიექტივში.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ჯენიფერი და ბენი თაფლობის თვეს საკმაოდ ბედნიერად ატარებენ.
"ჩვენ საოცრად მადლიერები ვართ,გვყავს 5 შვილი და გვაქვს ცხოვრება, რომელსაც არასდროს მოველოდით რომ გვექნებოდა და უამრავი მიზეზი,რომ წინ გავიხედოთ. სიყვარული საოცარი რამეა, შეიძლება საუკეთესოც კი რასაც შეიძლება ცხოვრებაში ელოდო და გამოსცადო."- წერს ჯენიფერ(ახლა უკვე) ლინა აფლეკი სოციალურ ქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს.