
"ყველაფრისგან ნიშანს იღებ, ყველაფერი გკარნახობს, რომ არ უნდა იყო ავი, აგრესიული, არ უნდა ატკინო სხვას, არ დასწამო ცილი, არ გშურდეს, რადგან ის, რაც სხვას მიეცა მისია და მორჩა.
რამდენიც გინდა შეგშურდეს არ მოგცემა შენ. მიიღე ნიშანიდ რაც დაემართა სხვას. მიიღე ნიშანი განგებისგან.. კარგად გაიაზრე რას აკეთებ, რა სარგებლობა მოუტანე საკუთარ თავს და სხვას. რა დავაშავე ასეთი. რატომ დამემართა ასე. მე რატომ დავისაჯე. რა შევცოდე ასეთი. მაინც და მაინც მე რატომ. რატომ მომექცა ცხოვრება ასე. უთვალავი სიკეთე გავაკეთე და მაინც დავისაჯე. ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. - თუ ამ ყველაფრის პასუხს მიიღებთ და მიზეზს იპოვით საკუთარ თავში, მომენტალურად გაიხსნება თქვენი გონება და შეიცვლება თქვენი ცხოვრება. - ვისაც ჩააცვი იმან იმიტომ გაგხადა, რომ არასწორ ადამიანს ჩააცვი, ან რისთვის აცმევდი, ან თუ აცმევდი, სანამ მეორეს გაგხდიდა, რატომ არ გაუშვი, რატომ არ დადე სიკეთე ქვაზე? ნურავის ნურაფერს აბრალებ, შენ შვები ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც. მიყვარხართ." - წერს სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძე