
მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, საქართველომ დიზაინერის გემოვნებაზე, დიდი გავლენა მოახდინა.
"რა თქმა უნდა საქართველომ ჩემს გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია.
შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ რასაც 1990-იან წლებში ვერ ვიტანდი და ძალით მეცვა, რადგან სხვა არჩევანი არ მქონდა, ახლა ზუსტად ის სამოსი მეჩვენება ყველაზე მოდურად.
არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ მე ჩემი ტრავმის კომერციალიზაცია მოვახდინე.
ასე არ არის. მე ჩემი ტრავმა მივიღე და ხელოვნების ნაწილად ვაქციე.
ხალხს ამის დანახვა უჭირს, მაგრამ ეს ყველაზე მშვენიერი რამ არის რისი გაკეთებაც ხელოვან ადამიანს შეგიძლია"