"პრაიმ ჰაუსის" საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. რეალითი შოუში სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება.
როგორც პროექტის ერთ ერთმა ფინალისტმა, გიორგი ნაძღაიძემ განაცხადა, მის მიმართ ახალი ჭორი მოიგონეს.
"ახალი ჭორი გაავრცელეს ის, რომ თურმე 2019 წელს ვთქვი, დედაჩემი დაღუპულია, ეს ფული ავაგროვე და პარიზში წავედი დასავენებლად. სამწუხაროა, ადამიანები ამ გზებს რომ მიმართავენ. ამავდროულად გადმომიგზავნეს სქრინები მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები, რა შეურაცხყოფებს აყენებს ჩემ ოჯახს“- ამბობს გიორგი ნაზღაიძე.