-
2022-07-18 13:53
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს ონლაინ სამყაროსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საშიშ სახეს იღებს ონლაინ სამყაროში გავრცელებული ძალადობა.
“ძალიან საშიშ სახეს იღებს ინტერნეტძალადობა, უფრო კონკრეტულად, სოციალური ქსელებით ძალადობა, სოცძალადობა.
მოძალადეების მთავარი მოტივი განსხვავებული, უფრო სწორად, მათთვის მიუღებელი აზრია.
ამ დროს მოძალადეთა დიდი ნაწილი დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ლიბერალიზმზე, შემწყნარებლობაზე, თანასწორობაზე, ქართველობაზე, ქრისტეზე, ევროპაზე ლაპარაკობს.
სოცძალადობის გავრცელებული ფორმაა ვინმეს ამოჩემება და მისი ლანძღვა, ზოგჯერ უშვერადაც სტატუსშიც, კომენტარებშიც.
ვინმე რომელიმე პირზე მისაქსევ ტექსტს წერს და მერე ყველა მასზე ორკესტრირებულ შედგომას იწყებს. სოცქსელებს წიხლები არ აქვს, თორემ მასაც გამოიყენებდნენ.
ეს ზღვარგადასულობა და ამაზრზენი საქციელია. ეს არც ღირსებას სძენს დამმუნათებელს, არც სწორი მოქცევაა. პირიქით, ამით ხალისდება ძალადობა და ნორმად მკვიდრდება.
რას ეუბნებით თქვენს შვილებს ან მშობლებს ამ ლანძღვა-გინებით, ამაზე მაინც დაფიქრებულხართ? რა შეიძლება დაემართოს სოცძალადობის მსხვერპლს, ან ამაზე თუ გიფიქრიათ?”- წერს გოგა ჩანადირი.
