-
2022-07-15 15:54
პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „საქართველოს რკინიგზა“ გააკრიტიკა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ყველაფერი ყველაფერი მარა ეს თბილისის სარკინიგზო სადგური ეგეთი ჩაოხრებული როდემდე უნდა იყოს?
ან ბაქნები რას გავს, ან ბაქნებს შორის გადასასვლელები? რა ჯანდაბაა ეს?
მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი რა. სირცხვილია, ტურიზმი ტურიზმიო გაიძახით და გაოხრებულია იქაურობა. "
საქართველოს რკინიგზა"-ს ნეტავ არ აწუხებს რაც იქ ხდება და რასაც გავს იქაურობა?“ - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43