"გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურაბ შევარდნაძე დღეს იუბილარია. მან სოციალურ ქსელში დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა
და დაწერა: "ჩემი დაბადების დღეა, 43 წლის წინ გავჩენილვარ ოზურგეთში.
მეტი არ ვიცი და ადამიანებისაგან მიღებული სიყვარულის, სიხარულის, ემოციების გარდა არაფერი რომ არაა საჭირო, ეს ზუსტად ვიცი, დანარჩენი თავისით მოდის. ბაღიც არ ბაღობს სხვაფერ..
უსაშველოდ მადლიერი ვარ, ააააააამდენი სიყვარულისთვის.
გურია, ჩემი ნენა და ოდა“.