"რუსთავი 2-ის" გადაცემა ღამის "ღამის პრაიმ ტაიმის" გუშინდელ გადაცემაში ისაუბრეს ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობაზე და იმაზე თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ ამ საკითხთან დაკავშირებით.
გადაცმის ერთერთი სტუმარი იყო მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი, რომელმაც ცხოველებისადმი საკუთარ დამოკიდებულებასა და სიყვარულზე ისაუბრა.
"ძალიან მიყვარს ძაღლები. ჩემთვისაც აქვთ ნაკბენი მაგრამ ამის გამო დამოკიდებულება არ შემიცვლია. მე რომ ძაღლის სუნი მაქვს, შეიძლება ისინი გრძნობენ საფრთხეს, მაგრამ ვისწავლე ძალიან კარგი რამ, უნდა ვაცადოთ ცხოველს რომ თვითონ მოვიდეს ჩვენთან.
ყოველთვის ვუთანაბრდები, ვიხრები ქვემოთ და ვაცდი რომ თავად მოვიდნენ ჩემთან. მიხვდეს რომ მე საფრთხეს არ წარმოვადგენ მისთვის.
როგორც ტელეწამყვანმა გადაცემაში ისაუბრა,მას ჰყავს არგენტინული ძაღლი, რომელიც 16ქვეყანაშია აკრძალული.
"ვიცოდი რაზეც მივდიოდი, ვიცოდი ამ ძაღლის ფსიქიკაც და ვიყავი მზად რომ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. მხოლოდ სილამაზის გამო არ უნდა ავიყვანოთ ძაღლი. მე ჩემი შვილისგან არ განვასხვავებ.
როდესაც ძაღლი ბერდება და ავადდება, ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ამ დროს ვიყოთ მასთან და არა ის რომ დაბერდა, ვეღარ დადის, ვეღარ ხედავს და გარეთ გავუშვათ. როგორც საკუთარ დედას რომელიც დაბერდება, მამას რომელიც დაბერდება და სეიზლება ვეღარ დაინახონ, არ გავაგდებთ სახლიდან, ისე არ უნდა გავაგდოთ ძაღლი რომელიც 14 წელი მხოლოდ იმას აკეთებს რომ ვუყვარვართ."