
ჟურნალისტ გიორგი თარგამაძეს და მის მეუღლეს თათია თოფურიას ქორწინების 25წელი შეუსრულდათ. ამის შესახებ გიორგიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
გიორგი ღმერთს მადლობას უხდის მათი ოჯახისათვის და 25წლისთვის.
„13 ივლისი!
სუპერ, ანუ სავსემთვარეობა. დღე, როცა 2 ძირითადი მნათობი: მზე და მთვარე საპირისპირო პოზიციას იკავებს. ამ მომენტში ენერგიის ნაკადი არის ძალიან ძლიერი.
მოკლედ, ყველაფრის დამსახურებაა, ალბათ, რაც ვიცი და არ ვიცი, რომ ასე გამიმართლა და აგერ 25 წელი შეგვისრულდა, რაც მე და თათია ერთად ვართ.
ცოტა კი შემაშფოთა კლავიატურაზე გამოსახულმა ამ რიცხვმა, მაგრამ სულ არ გვადარდებს.
ღმერთს მადლობა ჩვენი ოჯახისთვის…“- წერს გიორგი თარგამაძე სოციალურ ქსელში