
ნოე სულაბრეიძის საავტორო გადაცემაში "ნოესთან" მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა საკუთარ შვილზე, ელენეზე ისაუბრა.
ნოეს კითხვას რამდენად მზად იყო ნინი ბადურაშვილი რომ დედა გამხდარიყო, მომღერალმა უპასუხა რომ მზად იყო დედობისთვის, რადგან საკმაოდ ნორმალურ ასაკში - 26 წლის გათხოვდა.
"27 წლის ვიყავი როდესაც დედა გავხდი და ასეთი ბედნიერება არ არსებობს. ამაში დამეთანხმება ყველა მშობელი. იმიტომ რომ რაც არ უნდა ვაკეთოთ, რაც არ უნდა შევქმნათ. მთავარი, რასაც ვქმნით ეს არის - შვილი..."
როგორც მომღერალმა გადაცემაში აღნიშნა, მისი შვილი რადიკალურად განსხვავებულია დედისგან.
"მართალი გითხრა, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს,ვიდრე ჩემი. მას შეუძლია რომ ბევრად უფრო გადმოსცეს სითბო, რაც სამწუხაროდ მე არვიცი კომპლექსია თუ რისი ბრალია, არ შემიძლია. თავშეკავებული ვარ შეიძლება....
მიუხედავად იმის, რომ შეიძლება ძალიან მიყვარდეს ადამიანი, შეიძლება ამის გადმოცემის უნარი არ მქონდეს.ელენეს ამის უნარი აქვს.არის ძალიან კეთილი, კომუნიკაბელური და კარგი ბუნების ბავშვი. კარგი ბავშვი გამომივიდა."- ამბობს მომღერალი