"ქუჩაში რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ ჩემი კარგად დანახვა უხარიათ" - მერაბ სეფაშვილი

Image

ცოტახნის წინ, მომღერალი მერაბ სეფაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იწვა. მომღერალს ფილტვების ანთება ჰქონდა.

 

ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მერაბ სეფაშვილმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეს რთული პერიოდი გაიხსენა და ასევე, საზოგადოებისგან გამოხატულ მისადმი დიდ სიყვარულს გაუსვა ხაზი.

"ქუჩაში რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ ჩემი კარგად დანახვა უხარიათ. ვიცოდი, რომ ჩემი ცუდად ყოფნით ყველა შეწუხებული იყო. ახლა ხალხი რომ მხვდება, ყველას აინტერესებს, როგორ ვარ. საბედნიეროდ, უკეთ ვარ, ბევრად უკეთ. მაგრამ ჯერჯერობით მკურნალობას მაინც ვაგრძელებ, იმიტომ რომ სერიოზული ანთება მქონდა ორივე ფილტვში. მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გავუმკლავდით.

ამას წინათ სოციალურ ქსელში დავწერე კიდეც, რომ გიყვარდით ვიცოდი, მაგრამ ასე ძალიან თუ გიყვარდით, ეგ არ ვიცოდი-მეთქი (იცინის). ყველას დიდი მადლობა, ვინც მგულშემატკივრობდა. ვინც ჩემი ამბავი განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა. ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი. როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ამას ყველგან ვგრძნობ. ქუჩაში ხალხი მანქანებიდან ხელს მიქნევს, მესალმებიან. მათი ჟესტიკულაციით ვხვდები, რომ უხარიათ ჩემი კარგად ყოფნა. უდიდესი სიყვარული და მადლობა ყველას – ჩემგან! ჩემი და ჩემი ხალხის სიყვარული კიდევ სხვა ფენომენია. ამას როგორც ხელოვანი, ისე ვამბობ. მე და ხალხი ერთად ვართ იმ საქმის გამკეთებელი, რასაც ვაკეთებ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !