-
2022-07-06 14:17
"ტვ პირველის” ჟურნალისტი ანა წერეთელი სოციალურ ქსელში ძალადობრივი ჯგუფის მიერ მოკლულ ლექსო ლაშქარავაზე პოსტს აქვეყნებს:
,,ფაქტია, რომ არ ყოფილიყო 5 ივლისი, ლექსო დღეს ცოცხალი იქნებოდა…
ამ წელსაც ბოდიში, თინა დეიდა, თქვენი ერთადერთი შვილი ცოცხალი აღარაა და ჩვენც არ ვვარგივართ. ყველა ორგანიზატორი დაუსჯელი, მთავარი წამხალისებელი კი ისევ ხელისუფლებაშია. მჯერა, რომ სამართალი იზეიმებს. რითიც არ უნდა დადიოდეს ის, თუნდაც ურმით”.