
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, 11წლის შემდეგ ქრთული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" გადაღებებს წყვეტს ფინანსური კრიზისის გამო.
ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით "დააბრუნეთ "ჩცდ" და სწორედ ამ ჯგუფის ორგანიზებით 9ივლისს იგეგმება შეკრება ტელეკომპანია "ფორმულას" წინ. მოთხოვნით:
"ჩვენ გვინდა ჩცდ!"
"ჩვენ გვჭირდება ჩცდ!"
"ჩვენ მოვითხოვთ ჩცდ-ს!"
ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ:
„როგორც იცით, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები”, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ყოველ შაბათ-კვირას გადიოდა, 11 წლის შემდეგ დაიხურა.
ჩვენ ვთვლით, რომ სატირული ჟანრის ისეთ სერიალს, როგორიცაა „ჩემი ცოლის დაქალები” დიდი დატვირთვა აქვს საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე იმყოფება.
ჩვენ გვინდა ჩცდ!
ჩვენ გვჭირდება ჩცდ!
ჩვენ მოვითხოვთ ჩცდ-ს!
ვიკრიბებით 9 ივლისს, შაბათს, 21:00სთ-ზე ტელეკომპანია „ფორმულას” სათავო ოფისთან.
ზუსტად იმ დროს, როცა ჩცდ-ს ახალი სერია უნდა გასულიყო, მოვაწყობთ საყვარელი სერიების საჯარო ჩვენებას!“