-
2022-07-04 17:26
ნუცა ბუზალაძემ ახლახანს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, რომლებიც როგორც სოციალური ქსელიდან ვიგებთ, დუბაიში მისი პირველი კლიპის გადაღებებიდან არის.


მომღერალი ახლახანს გადავიდა დუბაიში საცხოვრებლად და აქტიურად გამოდის დუბაის თეატრში.
როგორც მომღერლის "ფორტუნასთვის" მიცემული ინტერვიუდან ვიგებთ,ნუცამ სამი ახალი სიმღერა ჩაწერა. აქედან, ორი თავად ნუცასი არის, ერთი კი - მიშელ ლეგრანის The Windmills of Your Mind-ის აკუსტიკური ვერსიაა. როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, კლიპში ნუცა ბუზალაძეს დუბაიში მოღვაწე დიზაინერის სამოსი აცვია.