-
2022-07-04 13:23
დღეს ტელეწამყვანის და ჟურნალისტის ნუცა ქავთარაძის დაბადების დღეა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანისგან იღებს მილოცვებს.
მათ შორის ერთერთი გამორჩეული მილოცვა მისი მეუღლის - არჩილ სოლოღაშვილის არის.
მსახიობი და ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში საკმაოდ თბილი სიტყვებით ულოცავს მეუღლეს დაბადების დღეს და მილოცვასთან ერთად საერთო ფოტოებსაც აქვეყნებს.
„ჩემი ცუცას დღეობაა დღეს!.. იმსახურებს და ამიტომაც, ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს მთელი ცხოვრება.
ყველაფერში საუკეთესო ხარ და მეამაყები…“


