-
2022-06-27 18:32
რადიო „დარდიმანდზე“ გადაცემა „სიმღერის პრემიერის“ ფარგლებში დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მომღერალი გიორგი მეფისაშვილი.
გადაცემაში შედგა სიმღერის პრემიერა, რომლის სახელია „მჭირდები“
სიმღერის და მუსიკის ავტორი არის ნანა იამანიძე; ტექსტის ავტორია ნუკრი კარკაძე და აკომპანიმენტი ლევან ჩხაიძის.
როგორც გიორგიმ გადაცემაში აღნიშნა, მუშაობს ახალ ალბომზე, რომელშიც შესული იქნება ქართველი კომპოზიტორების სიმღერები და უახლოეს 1წელში მსმენელს ბევრ სიახლეს დაჰპირდა.
„ალბომი მინდა რომ იყოს მთლიანად ცოცხალი. ცოცხალი ბენდი, ცოცხალი საორკესტრო გახმოვანებით...შესაბამისად მოჰყვეს ამას სოლო კონცერტი და თუ შესაძლებლობა იქნება კლიპი რომელიმე სიმღერაზეც. მინდა რომ უახლოეს 1წელიწადში მთლიანი ეს პაკეტი გავაკეთო.“
