"ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო…ვიზიარებ ყველას მწუხარებას. დიდი გულის ბიჭი იყო“ - ნიკოლოზ წულუკიძე ლევან კბილაშვილზე

Image

„იმედის დღის“ გუნდის სახელით ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

 

„ვერ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას,რომ არ ვთქვათ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის გარდაცვალების შესახებ,რომელიც ელდასავით

გავარდა – ლევან კბილაშვილი, ახალგაზრდა მომღერალი, საოცარი გულიდან ამოსული სიმღერით გვეფინებოდა ყველას. ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს, რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე, მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო… ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა.

 რა უნდა ვუთხრათ ახლა მის ახლობლებს, მშობლებს, ოჯახს – დაგვრჩა სიმღერები, რომლებსაც ათასობით ადამიანი უსმენს და განიცდის იმას, რომ უფრო მეტი სიყვარული და სითბო ვერ გაუნაწილა ლევანს და ამის საშუალება არც შემდგომ იქნება. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ლევანის შემოქმედება. დიდი გულის ბიჭი იყო“.-  განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ "იმედის დღის" ეთერში.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !