
კუდ-ის ყოფილი უფროსი, 13 მარტს დაკავებული ლევან ქარდავა განცხადებით მიმართავს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს და აცნობებს, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეღოთ.
ამის შესახებ განცხადება „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ გააკეთა:
„მე ხელთ მაქვს ლევან ქარდავას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მას მოსთხოვეს, ჩვენებაში დაეწერა, თითქოს დათა ახალაიას ვანო მერაბიშვილი ავალებდა ადამიანების ლიკვიდაციას და დათა ახალაია ასრულებდა ამ დავალებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ მათ გვერდით დაჯდები შენცო და ეგერ ზის ახლა“, - განაცხადა როლანდ ახალაიამ „კურიერში“.