
ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში "ნოესთან" სტუმარი იყო დიზაინერი ბიჭოლა. დიზაინერმა გადაცემაში დედასთან ურთიერთობაზე,ოჯახსა და ახლო მეეგობრებზე ისაუბრა.
როგორც ბიჭოლამ აღნიშნა, "არაფერს აქვს ისეთი ფასი, როგორიც - ოჯახს, ახლო ადამიანებს, ახლო მეგობრებს..."
"დედა 60 წლის გახდა. გადავწყვიტე როჯმ რაღაცით მეგრძნობინებინა მისთვის. არა მატერიალურით, არამედ ცოტა სხვა ღირებულებებით და მიდგომით.
ისე არ ავფრინდები და დავფრინდები რომ დედას არ მივწერო "ავფრინდი"რამდენს დავფრინავ და როგორი აქტივობით ხდება ეს, კი იცით....კვირაში ერთხელ გვაქვს ვიდეო ზარი, სადაც ვსაუბრობთ და ვუყვები ამ კვირაში როგორი რთული ან მარტივი დასასვენებელი კვირა მქონდა.ჩამოსვლას ხშირად ვერ ვახერხებ. ისეთი გრაფიკით ვცხოვრობ რომ რთულია გამონახო დრო.
დედა ხომ წლის ხდებოდა და როცა მომეცა საშუალება რომ ჩამოვსულიყავი, გავაკეთე ყველაფერი რომ ჩამოვსულიყავი და გვიან მივედი სახლში, ძალიან გაუხარდა დედას.
არაფერს აქვს ისეთი ფასი, როგორიც - ოჯახს, ახლო ადამიანებს, ახლო მეგობრები, რომლებსაც სჯეროდათ და ვუყვარდი მანმდე, სანამ პერსონა ბიჭოლა ჩამოყალიბდებოდა. ასეთ რაღაცეებს ძალიან ვაფასებ"