
მომღერალმა თემო საჯაია ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში საკუთარ ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. როგორც მომღერალმა აღნიშნა,იგი ოჯახური ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია.
"ოჯახური ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ – არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი მყავს. რაც შეეხება კარიერას, ამით კმაყოფილი რომც იყო, ჯობს, არ თქვა და უკეთესისკენ იღვწოდე. ვფიქრობ, რომ შემეძლო, ბევრი რამ უკეთესად გამეკეთებინა. ამიტომ, ყოველდღიურად ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. ვსწავლობ, ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების არეალი გავაფართოვო. ადამიანი არ უნდა იყო ჩაკეტილი და სამყაროს ვიწრო კორიდორიდან არ უნდა უყურებდე."
კითხვაზე თუ როგორ შეცვალა მომრერალი ოჯახურმა ცხოვრებამ, თემო პასუხობს რომ :
"კარდინალურად შევიცვალე. ოჯახის აზრიც ამაშია, უნდა შეიცვალო. ოჯახის შექმნა, შვილის გაჩენა, მეუღლესთან ერთად ცხოვრება ამას მოიცავს. ოჯახი მარტო ორი ადამიანის ერთად ცხოვრება არ არის. ეს სხვა რამ არის. ამას მოჰყვება ბავშვი, რაც პასუხისმგებლობის გაასმაგებას ნიშნავს. შესაბამისად, შევიცვალე. ახლა აღარ ვათენებ ღამეებს, აღარ დავდივარ საქეიფოდ ისე, როგორც აქამდე დავდიოდი. თუმცა, უპასუხისმგებლობით მე არასდროს გამოვირჩეოდი. ისე არასდროს მოვქცეულვარ, რომ ჩემი მშობლებისკენ გაეშვირათ ხელი – ცუდი გაზრდილი ჰყავთო. საკუთარი ოჯახის შექმნა კიდევ სხვა ეტაპია და ვფიქრობ, ისეთ ასაკში დავოჯახდი, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი და მგონია, რომ უკეთესობისკენ შევიცვალე."-ამბობს მომღერალი