
მას შემდეგ, რაც მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერეს, აბასთუმანში იმყოფება,საიდანაც მომღერალმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა. ვიდეომიმართვაში მომღერალი თავის გულშემატკივრებს მიმართავს და მადლობას უხდის ექიმებს.
"მადლობა მინდა გითხრათ, არ გამომივიდოდა მადლობა რომ არ მეთქვა, იმდენი მოკითხვა, სასიყვარულო სიტყვები იყო. კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი, მადლობა ექიმებს, ლევან რატიანს, მის გუნდს. მადლობა ღმერთს, რომ მოვედი ჯანზე, კარგად ვიქნები, გავაგრძელებთ ტურნეს, ბათუმში დაიწყება კონცერტები. ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით არ ვიცოდი” – ამბობს მომღერალი.
როგორც მერაბ სეფაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იგი დაგეგმილ ტურნეს გააგრძელებს.
მომღერალს ფილტვების ანთება ჰქონდა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა