
რადიო „დარდიმანდზე“ გადაცემა „დარდიმანდის სტუმრის“ ფარგლებში დღევანდელი სტუმარი გახლდათ "თეატრალურის კვარტეტი"
გადაცემის განმავლობაში მუსიკოსები მსმენელებს გაესაუბრნენ, ასევე ისაუბრეს მათ სამომავლო გეგმებზე.
ბიჭებმა გადაცემა გაალამაზეს საკუთარი სიმღერების ცოცხალი შესრულებით.
"დარდიმანდის სტუმრის ბოლო ნაწილში კი შედგა მათი სიმღერის პრემიერა სახელწოდებით "გნახე,შემიყვარდი(ბაიათი)" რომელიც არის ქეთი გაბისიანის ვერსია, არანჟირება ეკუთვნის ზაზა ხუბუკელაშვილს და ჩაიწერა რომა გიორგაძესთან. "
"გნახე,შემიყვარდი" ძალიან თბილი და სასიყვარულოა, ისეთი, როგორიც ბაიათს შეეფერება.
ჩვენმა მსმენელმა ეს სიმღერა ძალიან შეიყვარა და იმედი გვაქვს რომ რადიო დარდიმანდის მსმენელსაც მალე შეუყვარდება."- ყვებიან დარდიმანდის ეთერში "თეატრალურის კვარტეტის" ბიჭები.