
რობი უილიამსი სოლო კარიერის 25 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში ტურნეს იწყებს.
48 წლის უილიამსმა კარიერა ბოიბენდის Take That-ის შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 1995 წლის ზაფხულში, ჯგუფი დატოვა რათა სოლო კარიერა დაეწყო.
როგორც სოლისტმა, მან ჩაწერა 13 გაერთიანებული სამეფოს ნომერ პირველი ალბომი, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ შემსრულებლად აქცია.
ოქტომბერში დაგეგმილი მისი ტურნე მოიცავს რვა გაჩერებას ლონდონში, ბირმინგემში, მანჩესტერში, გლაზგოში და დუბლინში.
ეს დაგეგმილია მისი ალბომის XXV გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, 9 სექტემბერს.
XXV-ში შესულია როგორც ახალი სიმღერები, ისე ძველი სიმღერების ახალი ვერსიები, რომლებიც უდიდეს ჰიტებად არის ქცეული. როგორებიცაა მაგალითად Let Me Entertain You, Rock DJ და Millennium.....
ახალ ალბომზე საუბრისას, უილიამსმა განაცხადა რომ: "თითოეულ ტრეკს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში, ამიტომ ნამდვილად ამაღელვებელი იყო მათი ხელახლა ჩაწერა Metropole Orkest-თან ერთად."