
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, ლადო აფხაზავასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
დღეს საზოგადოებისთვის
ცნობილი გახდა რომ ლადო აფხაზავამ 700,000 $ შეაგროვა უკრაინელების დასახმარებლად.
"საკუთარი ქვეყნის ბავშვები არ გვყავს გაჭირვებული" ასეთი გამოხმაურება და კომენტარები მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამ ფაქტს.
სწორედ საზოგადოების ამ ნაწილს გამოეხმაურა დათო ლიკლიკაძე და განმარტავს თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ლადო აფხაზავა ქართველი ბავშვებისთვის, რომლებსაც ან სახლი არ აქვთ, ან მშობლები არ ჰყავთ.
" ლადო აფხაზავამ სოლიდური თანხა მოაგროვა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად. რამდენიმე ადამიანი გამოვარდა და იძახის, საკუთარი ქვეყნის ბავშვები არ გვყავს გაჭირვებულიო?(სხვისი ფულით უნდა სიკეთე აკეთოს და ასწავლოს ლადოს რა უნდა ქნას)
ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ. ლადო აფხაზავამ 11 ბავშვი გაზარდა მშობლების მზრუნველობას მოკლებული. მარტო კი არ გაზარდა, გზაზე დააყენა ყველა და ახლა ვინც სრულწლოვანია მათთვის სახლების შეძენაზე წელებზე ფეხს იდგამს.
ყველა ბავშვი მას „ბიძიას“ ეძახის. ნათქვამი აქვს, რომ მე მამა არ ვარ თქვენიო. ამ ბავშვებს ზრდის (საკუთარ სახლში) ზუსტად 15 წელია, თუ მეტი. და ამის გამო საკუთარი ცხოვრება არ აქვს, შეწირა მათ. გულიც კი მოუვა ალბათ ამ სტატუსს, რომ ნახავს, შვილები რანაირად არ მყავს, რეებს წერო.
მოკლედ იმის თქმა მინდა, აწიც რომ გამოენძრევა ვინმე და სხვის ფულზე დაიწყებს ვინ რა სიკეთე აკეთოს, ლადოს ნურაფერს წამოაძახებს- ლადო სიკეთესთან სუფთაა!“ - წერს დათო ლიკლიკაძე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ 700,000 $ შეაგროვა უკრაინელების დასახმარებლად.