
გიორგი სუხიტაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მისი გამომწერებისთვის ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში მისი "მთავარი არხიდან" წამოსვლის მიზეზებზე და ნიკა გვარამიაზე ისაუბრა.
"გუშინ შევხვდი "მთავარ არხს" და ერთობლივად გადავწყვიტეთ: ბევრად მნიშვნელოვანი ადამიანები რომ არ წასულიყვნენ არხიდან,მივიღეთ გადაწყვეტილება
რომ მე და კიდევ ბევრი ადამიანი წამოვსულიყავით, რადგან საკმაოდ რთული პერიოდი უდგას ამ ტელევიზიას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ სექტემბრიდან მოყოლებული, აქამდე, არავის არ უთქვამს რომ მე სადმე რაიმე პოლიტიკური აქტივობა უნდა მქონოდა,ვინმესთვის აგიტაცია გამეწია ან რომელიმე პოლიტიკურ აქციაზე წავსულიყავი... სულ ასე იყო და ასეა ახლაც ასეა.... თუ რამეს ვამბობ და ვაკეთებ, ყველაფერს მხოლოდ ჩემი სურვილით. არაფერს არ გავაკეთებ არავის მითითებით, რადგან არ ვთვლი საჭიროდ რომ ეს ასე უნდა მოხდეს.
სამწუხაროა რომ ნიკა ციხეშია. დასაწყისში ვიტყვი იმას რომ მე ეს ადამიანი არ გამიცვნია არც "რუსთავი 2"-ში და არც "მთავარ არხში", ბევრად უფრო ადრე გავიცანი და პირველ რიგში მე მის ინტელექტს ვცემ პატივს, რადგან ნიკა უზომოდ განათლებულია და ძალიან საინტერესო ადამიანია. ბევრ რამეში არ ვეთანხმები,ბევრ რამეში გვიკამათია, საინტერესო დისკუსიებიც გაგვიმართავს მაგრამ ვერავინ ვერ დააბრალებს მას რომ ეს ქვეყანა-საქართველო არ უყვარს.
ნიკა ჩემთვის უახლოესი მეგობარი არ არის, მაგრამ არც შორეული ადამიანია.იგი პირველრიგში იმისგამო იმსახურებს პატივისცემას რომ, მან ორ კვირაში შექმნა ტელევიზია და ჩაუშვა წარმოებაში, იმ ყველა სირთულის მიუხედავად. იმედს ვიტოვებ რომ ნიკა მალე გამოვა,