
ნოე სულაბერიძის საავტორო გადაცემაში "ნოესთან" მომღერალმა დათო ხუჯაძემ ოთხი თვის ილასა და მეუღლეზე ისაუბრა.
"მამობა ძალიან მაგარი რამეა, მითუმეტეს, ჩემს ასაკში, როცა 4თვის არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი. ილა ხომ საერთოდ მაგარი გოგო არის. რამე თუ არ მოსწონს, წამოიყვირებს,გეჩხუბება... სხვანაირი თაობა მოდის ახლა. ნაადრევად ყალიბდებიან. ლაპარაკობს უკვე 4თვის ბავშვი,რაღაცეებს გებაზრება...."
მომღერალმა გადაცემაში ასევე მის მეუღლეზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ეკა ძალიან ლამაზი ქალბატონი
და არაჩვეულებრივი დედაა.
"იმ სითბოს და სიკარგეს რასაც ვხედავ,თუნდაც იმ მომენტში,ბავშვს რომ რაღაც უნდა,ჭირვეულობს მაგრამ რომ ვერ გაიგებ რა უნდა და ამ დროს ის მაინც ტკბილად,თბილად ესაუბრება და ეფერება. მე ამაში ვხედავ სიამოვნებას და ამით ვარ ბედნიერი რომ მყავს ასეთი მეუღლე და ასე უყვარს შვილი."