
ოთხშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის მეორე ნაწილში ნინოს სტუმარი იყო ჯგუფი „იბერია“
მათ გადაცემაში ჯგუფის შექმნის ისტორიაზე ისაუბრეს.
„სიმღერების შერჩევის ჩვენებური ტაქტიკა გვაქვს. ჯერ სიმღერას ვასრულებთ ცოცხლად და შემდეგ ვაკვირდებით მსმენელს, რამდენად მოეწონებათ. ჩვენი მიზანი არის ის რომ მსმენელმა მუსიკა აიკვიატოს და შეიყვაროს.“
გადაცემაში შედგა სიმღერის პრემიერა, რომლის სახელია „დარიდური“ ჯგუფი „იბერიის“ ინტერპრეტაციით.