-
2022-05-20 14:49
ოთხშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემაში ნინოს სტუმარი იყო მომღერალი მარიამ ქირია.

მარიამი ძირითადად ქართულ რეპერტუარზე მუშაობს. „გერმანიაში ვარ უკვე 14წელია და თითქოს ასე ჩემს ქართულ გულს ვიფხან“-ამბობს მომღერალი.
როგორც მუსიკოსმა გადაცემაში ისაუბრა, გერმანიაში წასვლიდან მალევე იპოვა მუსიკალური სასწავლებელი, რომელშიც შემდგომ უკვე ჩააბარა. თუმცა,დაუგეგმავად.
„სასწავლებელი დავამთავრე და ასე აღმოვჩნდი ამ გზაზე. წინასწარ არაფერი დამიგეგმავს,არც მიზნად დამისახავს. ასე, თავისთავად მოხდა.
გადაცემაში შედგა სამი სიმღერის პრემიერა: მეგრული „მა სი ვარდი“ , რევაზ ლაღიძის „ინათებს მალე“ ფილმიდან „ყვავილი თოვლზე“ და ზურა მანაგაძის „მელიქიშვილის გამზირი“

როდესაც ძველ სიმღერას ვირჩევ და ვუკეთებ არანჟირებას, ვცდილობ რომ ის ხასიათი არ დავუკარგო. ძველი მსმენელი არ გაღიზიანდეს და ახალ მსმენელს მოსწონოს.
მარიამმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„მინდა რომ შევკრა მომღერლების ბენდი და ერთად გავაკეთოთ სიმღერები.ის აკაპელა ვერსიები, რასაც ვიდეოებში ვაკეთებ.