
რადიო „დარდიმანდზე“ გადაცემა „დარდიმანდის სტუმრის“ ფარგლებში დღევანდელი სტუმარი გახლდათ მომღერალი ელენე ფოჩხუა, რომელიც მსმენელებს გაესაუბრა.
გადაცემის ბოლოს შედგა მისი სიმღერის პრემიერა, "პოპური" კინოფილმებიდან.
როგორც ელენემ გადაცემაში ისაუბრა, ეს სიმღერა რამდენიმე წლის წინ ერთერთი ფესტივალისთვის ჩაწერა.
მომღერალმა გადაცემაში ასევე ისაუბრა მის კიდევ ერთ სიმღერაზე, რომელზეც 1წლის წინ მუშაობდა. „ეს არის ლილიკო ნემსაძის სიმღერა,კლიპი გადაიღო გოდერძი შარაშიამ. ამ სიმღერის ჩაწერის და გადაღების მომენტი ჩემთვის ტკბილ მოგონებად დარჩება.“- ამბობს მომღერალი.
„პანდემიის შემდეგ დავუბრუნდი ჩემს საქმეს. გახალისდა ჩემი ცხოვრება, ყოველი დღე მიხარია და ბედნიერი ვარ.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, აქვს სამომავლო გეგმები. „მაქვს ძალიან კარგი გეგმები და ძალიან კარგ სიახლეებს ვპირდები ჩემს მსმენელს.“