-
2022-05-18 14:22
ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში კესარია აბრამიძე ქალის და კაცის ურთიერთობაზე და მათ თანაცხოვრებაზე საუბრობს.
„ნორმალური ადამიანები, აზრზე მოსული ქართული საზოგადოება ჩემს ყველა სიტყვას
ადეკვატურად იღებს. იციან, რომ რასაც ვლაპარაკობ, სიმართლეა. ხოლო ვინც ჩემ მიმართ ნეგატივს აფრქვევს, არის ადამიანი, რომელსაც ამ სამყაროში არაფერი გაეგება. ასეთები ძალიან ჩამორჩენილი, წინა საუკუნეში ჩარჩენილი, გამოუსვლელი ხალხია. შეურაცხმყოფელადაც ვიტყვი, გოიმი, დებილი ხალხი ლაპარაკობს ნეგატიურად. ნორმალური და შეგნებული ტიპი რომ მიყურებს, ჩემს იუმორსაც ხვდება, ჩემს პირდაპირობასაც და თავისუფლებასაც. თუ კაი ტიპი ხარ, მე უნდა „გევასებოდე“.

ქართველ ქალებს აკლიათ ბედნიერებაც და კიდევ ძალიან ბევრი რამ. ქართულმა საზოგადოებამ, სტერეოტიპებმა, ქვეყნის სიპატარავემ, ძალიან ბევრი კომპლექსი გაუჩინა ქალებსაც და კაცებსაც. ქალებს აკლიათ სექსი, აკლიათ სექსუალური განათლება. არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ქმართან. ქართველი კაცების დიდ ნაწილს ცოლი მაინც ცოლად მოჰყავს და რაც უფრო მეტი საყვარელი და ნაშა ჰყავს, მით უფრო მაგარი ტიპია. ეს ტრენდი დღემდე აქტუალურია და ეს ყოველთვის ასე იყო. აქ მე ერთგული ქმარი არ გამიგია. ყველას ქმარი მყავს ნანახი სხვა ქალთან კლუბში ან რესტორანში. ქალს და კაცს გახსნილობა აკლიათ ურთიერთობაში, სწორი ტიპის შერჩევა არ იციან, საკუთარი თავი არ ჰყავთ შეცნობილი, ქალებს საკუთარი თავის სიყვარულიც კი აკლიათ. არადა, ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყვნენ ჰარმონიაში. ამ დროს პირდაპირ ვიღაცის სიყვარულზე გადადიან, მასზე არიან ჩამოკიდებული და კაცისგან ელოდებიან ყველაფერს.
ქართველი კაცების უმეტესობამ ანატომია არ იცის. არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს. არ იცის, რომ სექსამდე პრელუდიაა საჭირო, მოფერება და ყავაზე დაპატიჟება. ჯერ ადამიანი უნდა გაიცნო და მერე სხეული შეიცნო – ეს არ იციან ქართველმა კაცებმა. ან პირდაპირ სექსზე გადადიან, ან საცოლეს არქმევენ ქალს.