-
2022-05-17 15:40
„ერთადერთი რაც მე ამ ყველაფერში მაშინებს არის ფიქრი თუ რა ეშველებათ ჩემს ცოლს და შვილებს. ყველას ჰგინია რომ ბევრი ფული მაქვს.
მე სახლიც კი არ მაქვს, ჩემი მანქანაც კი არ მყავს.ძალიან ცუდათ ვიცხოვრე. სამწუხაროდ ასეა.
ერთადერთი რაც მე ამ ყველაფერში მაშინებს, რა ეშველებათ სოფოს და ბავშვებს. ჩემი ხელფასის გარდა ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ჩემი მეგობრებისთვის მითქვამს კიდეც, მე არაფერი არ მჭირდება, არანაირი მოხედვა... მხოლოდ ის მინდა რომ სოფოს და ჩემს შვილებს უპატრონონ. არ დამრჩნენ უპატრონოდ და რაც მთავარია, განათლების გარეშე. ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა და შიში, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობ.“- ასე უპასუხა ნიკა გვარამიამ გადაცემა „სთორიში“ თათია შარანგიას კითხვას „ რას ფიქრობ რომ მოხდეს ასეთი რამ და შენ ერთ დღეს გისოსებს მიღმა აღმოჩნდე?“