
პარასკევს 13 საათზე რადიო „აფხაზეთის ხმაზე“ გავიდა გადაცემა „ეკონომ ნიუსი“
გადაცემაში ისაუბრეს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციაზე და მის ერთერთ პროექტზე, რომლის სახელია მოყვარულთა ლიგა.
დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ასოციაციის პრეზიდენტი - ბერდია ჯიბლაძე. მან ისაუბრა როგორ გაჩნდა მოყვარულთა ლიგის ჩამოყალიბების იდეა.
როგორც ბატონმა ბერდიამ ისაუბრა გადაცემაში, იდეა 2015 წელს გაჩნდა. მათი მიზანი კი იყო ფეხბურთის მასობრიობა, ღია პროექტი ნებისმიერი მსურველისათვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება საზოგადოებაში და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა.
“ სამოყვარულო ლიგა გულისხმობს ზუსტად იმას, რომ აქ მთავარი ფეხბურთის სიყვარულია და ვინც ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას, არიან მოყვარული ფეხბურთელები. ერთადერთი კრიტერიუმი რაც გვაქვს, არ უნდა იყვნენ პროფესიონალი ფეხბურთელები."
დაინტერესების შემთხვევაში მსურველს შეუძლია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მოძებნოს გვერდი, რომლის სახელია „მოყვარულთა ლიგა“, ასევე, ვებ-გვერდზე „GAFA.GE“
ლიგა აერთიანებს 400-ზე მეტ საფეხბურთო გუნდს და მასში გაერთიანებულია 13000-მდე მოყვარული ფეხბურთელი. ბატონი ბერდიას თქმით, წელს კიდევ უფრო გაფართოვდება ლიგის მასშტაბები, რადგან აპირებენ მასში ჩართონ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.
საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი გუნდი „ბასიანი“ ითამაშებს საქართველოს თასისთვის.
„საფეხბურთო ისტორიაში პირველად ხდება რომ მოყვარულთა გუნდს ეძლევა საშუალება, ჩაერთოს პროფესიონალურ ფეხბურთში,რაც ხარისხიანად ორგანიზებული ტურნირის შედეგია. შარშანდელი გამარჯვებული გუნდი „ბასიანი“-2021წლის საუკეთესო გუნდი ჩაერთვება დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში, რომელიც 9 მაისს 4 საათზე გლდანის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.
საქრთველოში სამოყვარულო ფეხბურთი ხდება, ფეხბურთის კულტურის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისათვის.“
კიდევ ერთ ფაქტზე ისაუბრეს გადაცემაში. 2018 წელს უეფამ მთელი ევროპის მასშტაბით გამოარჩია საქართველოს მოყვარულთა ლიგა და დააჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესო მასობრივი პროექტი და როგორც ბატონმა ბერდიამ აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი აღიარება.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, როგორც უეფას წევრ ორგანიზაციას, მოყვარულთა ლიგის განხორციელებისთვის გადაეცა ჯილდო.“
მოყვარულთა ლიგის პრეზიდენტმა მათ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა.
„ფეხბურთი ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობაა საქრთველოში და იგი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ემსახურება. ჩვენი ლოზუნგი არის : „ფეხბურთი ყველასთვის“ ამიტომ, ჩვენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვაძლევთ საშუალებას რომ ჩაერთონ.
წელს, ზაფხულში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვგეგმავთ გარკევულ პროექტებს ქალთა ფეხბურთის მიმათულებით. ასევე, გავაფორმეთ მემორანდუმი ამპუტანტ ფეხბურთელტა ასოციაციასთან და გარკვეული პროექტები ამ მიმართულებითაც გვექნება.
სამოყვარულო გუნდების გულშემატკივრებს შეუძლიათ მათი ფავორიტი გუნდის ბრენდირებით შეიძინონ მაისურები და აქსესუარები.
„ნებისმიერი კერძო კომპანიისათვის, კერძო ბიზნესის წარმომადგენლისთვის ჩვენი კარი არის ღია და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ამ მიმრთულებით რაც მეტი იქნება კერძო სექტორის ჩართულობა,უფრო სასარგებლოა არა მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის,არამედ საქმისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.“- განაცხადა ბერდია ჯიბლაძემ