
ხუთშაბათს რადიო „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთის ხმაზე“, ტელევიზიებში „დარდიმანდსა“ და „აფხაზეთისხმაზე და რადიოსადგურების ფეისბუქ გვერდზე გავიდა ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემა „სტუმრად ნინოსთან“
გადაცემის მეორე ნაწილში შედგა დავით არჩვაძის კიდევ ერთი სიმღერის, ნატო გელაშვილის პოპურის პრემიერა, რომელსაც იგი მეგობრებთან ერთად ასრულებს.
„მთელი საქართველოსთვის გამორჩეულად საყვარელი ავტორია ნატო გელაშვილი. მისი ისეთი სიმღერები ვიცი და მახსოვს რომ ზოგჟერ ხუმრობით იმასაც მეუბნება, ჩემი სკივრი ხარო. ჰოდა, ისეთი სიმღერები შევკრიბე, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და ჩავწერე პოპური ჩემს მეგობრებთან ერთად. ახლახანს ნატოს დაბადების დღე იყო და სიურპრიზად გავუგზავნე ეს სიმღერა. თორმეტ საათამდე 3წუთი იყო დარჩენილი. ძალიან გაუხარდა.“
მომღერალმა გადაცემის ბოლოს თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ახლო მომავალში საავტორო კონცერტიც დააანონსა, სადაც ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის საყვარელი მომღერლები.