
ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ანჯელინა ჯოლი. მსახიობი პოსტში უკრაინაში ვიზიტზე საუბრობს:
რამდენიმე დღის წინ ლვოვში ყოფნისას მაჩვენეს პატარა გოგონას მიერ ნაპოვნი "განსაკუთრებული ქვა".
გოგონამ, რომელმაც ის იპოვა, ვერ მიხვდა, რომ ქვა, რომლითაც თამაშობდა, სინამდვილეში ბომბის ნატეხი იყო.
რამდენიმე დღის წინ ანჯელინა ჯოლი, „UNICEF-ის “ კეთილი ნების ელჩი, უკრაინაში, ლვოვში ჩავიდა.
ადგილზე მან რამდენიმე ბავშვთა კლინიკა მოინახულა,ადგილობრივებს გაესაუბრა და ფოტოებიც გადაიღო მათთან ერთად.